ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებული ბათუმში კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი.
ექიმები და დაშავებულის მდგოამრეობას მძიმედ აფასებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.