გერმანიაში ბიუჯეტის რეკორდული მატება დააფიქსირეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ზედიზედ უკვე მესამე წელია, რაც ქვეყნის შემოსავალი ხარჯზე მეტია და ბიუჯეტში სიჭარბე წარმოიქმნება. 2016 წელს კი 1990 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი შემოსავალი დაფიქსირდა და ე.წ. სიჭარბემ 23 მილიარდს მიაღწია. ექსპერტების აზრით, გერმანიამ ასეთ შედეგს ეკონომიკის განვითარებით, მოსახლეობის შემოსავლის ზრდით და უმუშევართა რაოდენობის შემცირებით მიაღწია. სავარაუდოდ, გამონაკლისი არც 2017 წელი არ იქნება და ბიუჯეტის ზრდა კვლავ გაგრძელდება.