LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტა კლაუსს ჭარბი წონა აწუხებს: ემუქრება თუ არა მას კორონავირუსი

262
სანტააა

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გაჩნდა შეკითხვები და საშიშროება იმის შესახებ, შეძლებს თუ არა სანტა კლაუსი საშობაოდ საჩუქრების დარიგებას. თუმცა, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია სანტა კლაუსს შობის ღამეს საჩუქრების დარიგებაში ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ ინფორმაციას  usatoday.com ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ სანტა უკვე ემზადება პატარებთან შესახვედრად. ის საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან  დაინფიცირება არ ემუქრება. ამას ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი ექსპერტებიც ადასტურებენ.

“სანტა ამისგან თავისუფალია, რადგან სხვა კარგ თვისებასთან ერთად, თანდაყოლილი იმუნიტეტიც აქვს. ის არავის არანაირ ინფექციას არ გადასდებს და ამის ნუ შეგეშინდებათ. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ბავშვებმა უკვე იციან, რომ სანტა ზეადამიანურია. ის ერთ ღამეში მთელს მსოფლიოში დაფრინავს და მილიონობით ბავშვს სათამაშოებს აწვდის. ამასთან ერთად, ბევრ ტკბილეულსაც მიირთმევს”, – განაცხადა ფაუჩიმ.

მიუხედავად იმისა, რომ სანტაკლაუსს ჭარბი წონა აწუხებს, ის კორონავირუსის რისკის შეცველი არ რის. ასე, რომ ყველა პატარა თამამად უნდა ელოდოს შობის ღამეს სანტაკლაუსს.

ის პირველი ოფიციალური პირი არ არის, რომელმაც პატარები დაამშვიდა. გასულ კვირას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 5 წლის ბიჭის წერილს უპასუხა, რომელიც ღელავდა შეძლებს თუ არა წელს სანტა მისთვის საჩუქრების მიტანას. პრემიერის თქმით, სანტაზე ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება, ამასთან ის პირბადეს ატარებს და დისტანციას იცავს.

ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბელგიაშიც, სადაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სანტას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და დაარწმუნა, რომ სანტას ბელგიაში ჩასვლის შემდეგ ათდღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევს. ამასთან, ფრანკ ვანდენბრუკმა სანტას პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ შეახსენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g