ამ დღეებში, ლოს-ანჯელესში, Academy Museum Gala გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის გავლენიანმა წევრებმა წელს მუზეუმისთვის, 10 მილიონი დოლარი შეაგროვეს.
კინოაკადემიის მუზეუმის წლევანდელ საზეიმო საღამოზე თავი უამრავმა სელებრითმა მოიყარა, რომელთა შორის ჩარლი XCX გამოირჩა. არტისტი წითელ ხალიჩაზე ივ სენ-ლორანის სრულად შავი ლუქით წარდგა და საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავთა შორისაც დასახელდა. გლამურული კაბა მომღერლისთვის, ფრანგული მაღალი მოდის სახლის 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან შეირჩა.
ცნობისთვის, Academy Museum Gala 2021 წლიდან ტარდება. მისი მიზანი კინოაკადემიის მუზეუმის ფინანსური მხარდაჭერაა. კინოს მუზეუმი, რომელიც ლოს-ანჯელესში 2021 წელს დაარსდა, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ინსტიტუტია, რომელიც კინოს ხელოვნებას, მეცნიერებასა და კულტურას ეძღვნება. გალას ფარგლებში მობილიზებული თანხები ხმარდება მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების, საზოგადოებრივი ინიციატივებისა და გამოფენების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას.