LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Charlie Hebdo-მ ემანუელ მაკრონისა და მისი ცოლის კარიკატურა გამოაქვეყნა

214

ფრანგული სატირული გამოცემა Charlie Hebdo საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასული ერთ-ერთი კანდიდატის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის ბრიჯიტ მაკრონის კარიკატურას აქვეყნებს.

“საყვარელი მაკრონი”, “მხარდამჭერთა ხმების წვიმა”, – წერია კარიკატურის “სათაურად”.

კარიკატურის წინა პლანზე არა პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მისი 24 წლით უფროსი მეუღლეა გამოსახული, რომელიც ემანუელ მაკრონს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩაიცვი საწვიმარი, ჩემო კნუტო”

 

 

მათთვის ვინც წყვილის ისტორია არ იცის:

ბრიჯიტ მაკრონი ქმრისთვის ცენტრალური ფიგურაა. ის პრეზიდენტობის კანდიდატ ქმარზე 24 წლით უფროსია. ემანუელ მაკრონი 15 წლის იყო, როდესაც ბრიჯიტი მისი მასწავლებელი გახდა, მას შემდეგ მამაკაცის ცხოვრებაში, მის საარჩევნო კამპანიაში, განრიგის შედგენასა და გამოსვლის ტექსტების მომზადებაში უდიდეს როლს თამაშობს.

magti 5g