ჭავჭავაძის ქუჩაზე თბილისის მერიამ უკვე დასრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისევ თავიდან გააკეთა.
კახი კალაძის განმარტებით, კანდელაკის გზის მონაკვეთზე “თელასის” კომპანიის თანამშრომლებმა ბურღვითი სამუშაოები განახორციელეს, რა დროსაც მოხდა საკანილიზაციო მილის დაზიანება. როგორც კალაძე ამბობს, აღნიშნულმა კომპანიამ ქალაქის მერიის გაუფრთხილებლად განახორციელა ტექნიკური სამუშაოები, რისთვისაც დაჯარიმდება.
გლდანში სამუშაოები 20 დეკემბრისთვის დასრულდება.
კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა 6 დეკემბერს აღდგება, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბერს უკვე შესაძლებელი იქნება, თუმცა დარჩენილია კიდევ გარკვეული სახის სამუშაოები, რომელიც მომავალი წლიდან კვლავ განახლდება.
8 დეკემბრიდან კავსაძის ქუჩის მონაკვეთამდე, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე დროებითი შუქნიშნები განთავსდება, ასევე, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები.
მერიის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ გზის მონაკვეთი, ვიდრე ვაკის პარკამდე, 7 დეკემბერს, გვიან მერია დაასრულებს მიმდინარე სამუშაოებს და ზუსტად ერთი თვის შემდეგ, კვლავ გადაიკეტება და სამუშაოები გაგრძელდება. მისივე განმარტებით, ჭავჭავაძეზე მოძრაობის აღდგენის აუცილებლობა წინასაახალწლო პერიოდთან არის კავშირში და მოქალაქეებს სადღესასწაულო განწყობისთვის თბილისის მერია აღნიშნული მონაკვეთის მორთვაზეც იზრუნებს.