LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა

105
ჭავჭავაძის 5

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურში განაცხადეს. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ნორმის დარღვევა, მათ შორის შრომის ინსპექტირებისთან დაკავშირებულ საკითხებში.

გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც ინსპექტირების პროცესში ხელისშეშლის გამო დღეს 7 000 ლარით დაჯარიმდა. კიდევ ერთი კომპანია „ხიმიჯ სერვისი“ კი 1000 ლარით დაჯარიმდა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი რეგისტრაცია მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოების წარმოებისთვის.

„მიმდინარეობს მოკვლევა, როცა დასრულებული იქნება პროცესი, გვექნება შესაძლებლობა, რომ მეტი ვთქვათ ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით. ახლაც ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გუშინ უშუალოდ მე ვიყავი პროცესში ჩართული და ერთი შეხედვით ფიქსირდებოდა დარღვევები ტერიტორიაზე, იყო კუსტარული მანქანა-დანადგარები, ასევე, სხვადასხვა ადგილას იყო ღიობები, რომლებიც შესაბამისი წესით არ იყო დაცული. თუმცა, ვსაუბრობ პირველადი მონაცემებით, ხოლო დანარჩენზე საუბარი ინსპექტირების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g