LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

127
გტფკმტრდ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მაღაზია „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით 1 პირი, 2004 წელს დაბადებული გ. რ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ. სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს. ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g