LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

271
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1996 წელს დაბადებულ ვ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g