LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე კერძო სკოლების ავტობუსების მარშუტები შეიცვლება – ნინო ბაღიშვილი

184
5f25777897ee7

„ჭავჭავაძის გამზირზე არ აკრძალულა არანაირი სახის სკოლის ავტობუსების მოძრაობა“,-ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ბაღიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სკოლებთან შეთანხმების საფუძველზე მარშუტები შეიცვლება.

„მინიმალურად რომ ავიცილოთ თავიდან საგზაო მოძრაობის შეფერხება, მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სკოლებთან და შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მარშუტების ოდნავი ცვლილება, რომელიც ჯერ  კონკრეტულად არ ვიცით, თუმცა აუცილებლად სკოლების წარმომადგენლებთან დაიგეგმება ეს მარშუტები, რათა თავიდან ავიცილოთ საგზაო მოძრაობის შეფერხება“,-განაცხადა ნინო ბაღიშვილმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მსგავსად, თბილისის ქუჩები ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დედაქალაქს მოერგოს.

რატომ არ ამატებს მერია ავტობუსებს: მეტი საცობი გაჩნდება, მთავარია სპეციალური ზოლები 

mazda magti 5g