LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ამატებს მერია ავტობუსებს: მეტი საცობი გაჩნდება, მთავარია სპეციალური ზოლები

301
1

თბილისის მერი ავტობუსების სატრანზიტო დერეფნების პროექტის პრეზენტაციას მართავს.

კახა კალაძის განცხადებით, მხოლოდ ავტობუსების დამატებით ქალაქში კიდევ უფრო მეტი საცობი გაჩნდება, თუ მათთვის სპეციალური ზოლები არ გაკეთდა.
იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაჩერებებზე ლოდინი არ მოუწიოთ და ეს პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლების გაჩენა. 

დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა საკმაოდ აქტუალური თემაა. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, მიმზიდველი გავხადოთ ტრანსპორტი. სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება შემცირებული იყო, რადგან მოძველებული საავტობუსე პარკი გვყავდა, ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალის გაზრდა. გვაქვს უბნები, რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, მოცდის დრო არის დიდი – 40-45 წუთი და ზოგჯერ ერთი საათიც კი.

მოქალაქეებს გაჩერებებზე უწევთ ლოდინი 15-20 წუთი. ხშირია საუბარი, რომ პრობლემა რომ მოვაგვაროთ, დაამატეთ ავტობუსები, რატომ არ ამატებთო, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ავტობუსების დამატებით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით და კიდევ უფრო მეტ საცობს გავაჩენთ. დღეს თუ, პირობითად ვამბობ, 2 ავტობუსი და 30 მანქანა დგას საცობში და ჩვენ კიდევ 2-3 ავტობუსს დავამატებთ, ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას შექმნის. მოგვარების გზა არის ერთადერთი – გავაკეთოთ სპეციალური ზოლები ავტობუსისთვის. ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპროტს, ყოველგვარი პრობლემის, დაბრკოლების გარეშე და სწრაფად შეძლონ გადაადგილება“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია საგზაო სივრცეების თანაბარი გადანაწილება. 

თბილისში შუქნიშნები "ძალიან დაჭკვიანდებიან": აქ რომ საცობია იქაც დაინახავენ

"ჭკვიან შუქნიშნებს“ შეეძლებათ ავტომობილები გაატარონ იმ შემთხვევაში, თუ გამონაბოლქვი ნორმაზე მეტი იქნება".

“ეს ქალაქი არის ყველასთვის. მე მესმის კერძო ავტომობილის მძღოლების, მე თავად ვზივარ საჭესთან, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ქვეითად მოსიარულეები, ასევე, ისინი ვინც, ველოსიპედით, სკუტერით გადაადგილდებიან. შესაბამისად, საგზაო სივრცეების თანაბარი გადანაწილება უნდა მოხდეს.
2012 წლამდე თბილისში დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეს 600 ათასზე მეტი გადაადგილდება. ეს რიცხვი მზარდია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მინდა, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. ანალოგიურ პროექტებს სხვა ქუჩებზეც განვახორციელებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები