თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ავტომობილების მოძრაობა ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩის მონაკვეთამდე შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება – კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით; ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ;) მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ); პეტრიაშილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ.
გარდა ამისა, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება – არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ); აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით; ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.
სწორედ ამ ცვლილებების გამო, ტრანსპორტი შემდეგნაირად გადაადგილდება:
ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.
ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება.
ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ: კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.
ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.
ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით იქნება შესაძლებელი.
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერია სპეციალურ ვიდეოში აქვეყნებს.