LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩავედი და ვუთხარი, მზიდი კედლებია, ამას ხელი არ მოკიდოთ… ნათქვამი მაქვს ეს მუშებისთვის…” – რამაზ დავლაძე

704
BeFunky-collage (11)

“პრაქტიკულად, ცხოვრება დამენგრა, დამრჩა ერთი ბიჭი, რაც სტიმულს მაძლევს, რა გითხრათ”,- განუცხადა ჟურნალისტებს რამაზ დავლაძემ, რომელსაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა.

დავლაძემ დღეს მედიასთან თქვა, რომ მას ჰქონდა შემჩნეული, რომ ბინაში, სადაც რემონტი მიმდინარეობდა, კედლები იყო დანგრეული და ოროთახიანი ბინა ერთ სივრცედ იყო გადაქცეული, თუმცა, დავლაძის თქმით, მზიდი კედლები ჯერ ისევ ადგილზე იყო.

მისივე განცხადებით, მან ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, პირველ სართულზე მომუშავე პირები თავად გააფრთხილა, რომ არ დაენგრიათ მზიდი კედლები.

„ალბათ 1 რიცხვი იქნებოდა, ჩავედი და ვუთხარი – ეს არის მზიდი კედლები და ამას ხელი თქვენ არ მოკიდოთ… ნათქვამი მაქვს ეს მუშებისთვის… მე რომ შევედი ოროთახიან ბინაში, ფაქტიურად შევედი დიდ სივრცეში… დიდი სივრცე იყო – არც კედელი ჰქონდა და არაფერი… ისეთი არაფერი არ იყო დანგრეული, კითხვის ნიშნები რომ გამოეწვია – მზიდი კედლები ყველა ადგილზე იყო მაშინ“,- განუცხადა რამაზ დავლაძემ ჟურნალისტებს.

დღესვე მან აღნიშნა, რომ არ უნდა ნაადრევად ვინმეს დადანაშაულება, მაგრამ უპასუხო შეკითხვები არ უნდა დარჩეს.

რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები – ოჯახი გამინადგურდა, გავღატაკდი კაცი… არ მინდა, რომ ვინმეს ცილი დავწამო. საბუთი არ მაქვს, რომ დასკვნა ვიღაცას მივცე… არის შესაბამისი სამსახურები და შეისწავლონ, გადაამოწმონ და ამის მიხედვით უნდა იყოს ყველაფერი ნათელი… დანარჩენი, რა ვიცი, ღმერთთან მიმინდია“, – განაცხადა რამაზ დავლაძემ.

“ამხელა ცოდვას ვერავის ავკიდებ” – გია შომახია კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევაზე

ვიდეო: ვკითხე ბავშვს რა დახატე მეთქი და მე და დედა ზეცაში მივდივართო…: ბათუმის ტრაგედიის დროს დაღუპული 12 წლის დათას მამა

შეგახსენებთ, რომ 8ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა – შენობა ეტაპობრივად დაიშლება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები