LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაანგრევენ 7-სართულიან კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა – შენობა ეტაპობრივად დაიშლება

163
ბათუმი კორპუსი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსი, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად დემონტაჟს ექვემდებარება. ამის შესახებ „ფორტუნას“ ბათუმის მერიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სახლის დემონტაჟისთვის გამოყოფილია 500 ათასამდე ლარი.

როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, სპეციალისტებმა კორპუსის მდგომარეობა შეაფასეს და შენობის დაშლა ეტაპობრივად მოხდება, რისთვისაც გამოყოფილი თანხა 2 წელზე გადანაწილდება.

ბინების გადაცემა მოხდება მესაკუთრეებთან მოლაპარაკებით. შესაძლოა აშენდეს ახალი კორპუსიც, თუმცა ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ამჟამად მიმდინარეობს გვერდით მდებარე კორპუსების ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, რომ 8ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიშალა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

დღითიდღე უმჯობესდება, პალატაში გადავიყვანეთ – კორპუსის ნგრევისას გადარჩენილი მამაკაცი თავს კარგად გრძნობს

mazda magti 5g