LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩავთვალოთ, რომ შემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა “მეხუთე ტალღის” დასაწყისია: ცერცვაძე

90
თენგიზ ცერცვაძე

“მეოთხე ტალღის” შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ “მეოთხე ტალღა” გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა “მეხუთე ტალღის” დასაწყისია.” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პანდემიის ეტაპებისთვის სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია.

ცერცვაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ბოლო დღეებში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა და მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს:

“სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. სულ რაღაც 3-4 დღეში 2 ათასიდან 5 ათასამდე აიწია. მართალია, დღეს 3 200-ია, მაგრამ, სავარაუდოდ, გუშინდელი დასვენების დღის გამო. მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს. ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? – ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის სად დასრულდა “მესამე ტალღა”, სად დასრულდება მეოთხე და როდის დაიწყება “მეხუთე ტალღა”.

დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც “მეოთხე ტალღის” შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ “მეოთხე ტალღა” გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა “მეხუთე ტალღის” დასაწყისია.” – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ-19-ის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 298 პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g