„Check In Georgia“-ს ფარგლებში გასამართ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 55 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მონაცემებით, ვებ-გვერდებზე „Check In Georgia“-ს ჰქონდა 455,999,000 ნახვა. ამასთან, 1,112,000 ვიზიტორი სპეციალურად გადავიდა პროექტის ვებ-გვერდზე, რათა გაცნობოდა „Check In Georgia“-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
„Check In Georgia“-ს პრომოცია 16 ქვეყანაში ხორციელდება. პროექტის მიზანია გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა საზღვარგარეთ, მოზიდულ იქნას მეტი ტურისტი უცხოეთიდან და ამავე დროს, მოხდეს შიდა ტურიზმის წახალისება.