LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ – შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

4413
მამარდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდება.

ჰამბურგში გასამართ მატჩამდე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.

საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით,“ – აღნიშნა ჰაშეკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები