LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში სკოლები დახურეს – როგორ ებრძვის ქვეყანა კორონავირუსს

379
BeFunky-collage

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩეხეთში სკოლები დახურეს. „როიტერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

სააგენტოს ცნობით, სკოლების დახურვასთან ერთად, ადგილობრივმა მთავრობამ რიგი ღონისძიებები გააუქმა.

ცნობილია, რომ  ქვეყანაში ასევე, აიკრძალება ღონისძიებების გამართვა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. ჩეხეთში ამჟამად, კორონავირუსის 40 შემთხვევა ფიქსირდება.

სკოლებში სანიტარული ნორმები მკაცრდება – განათლების სამინისტრო სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, მთავრობამ 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების განკარგულება გამოსცა. ამ ეტაპზე სრული დეზინფექცია უკვე ჩატარებულია 1 800-ზე მეტ საჯარო და 150-ზე მეტ კერძო სკოლაში.

მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 113 000 მიაღწია. “კოვიდ 19”-ს 4 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g