LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იმ უკრაინელ ლტოლვილზე დაქორწინდა, რომელიც სახლში შეიფარა

56
ირჟი ოვჩაჩეკი

ჩეხური ტაბლოიდური გამოცემების ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ირჟი ოვჩაჩეკი გასულ კვირას იმ უკრაინელ ქალზე დაქორწინდა, რომელიც ლტოლვილთა დახმარების ფარგლებში, სახლში შეიფარა.

43 წლის ოვჩაჩეკმა პარასკევს იქორწინა და ამჟამად თაფლობის თვეში ჩეხეთში იმყოფება. მედიის ინფორმაციით, წყვილმა ერთმანეთი გაზაფხულზე გაიცნო, როცა ქალი უკრაინიდან ჩეხეთში ჩავიდა.

ოვჩაჩეკი ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის პრესმდივანი 2013 წლიდანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები