LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხური კომპანია საქართველოში ლუდის ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობით დაინტერესდა

280

ჩეხური მხარე საქართველოში ლუდსახარშისა და ლუდის ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლის საკითხით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე ისაუბრა.

ფორუმზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატეს.

“აქ არის ჩეხეთის კომპანიის 30–მდე წარმომადგენელი. მათ შორის, არის ძალიან კონკრეტული წინადადებები, რომ საქართველოში ინვესტიციები განხორციელდეს. ასევე არის ინტერესი ქართული მხრიდან გარკვეული შეთავაზებების და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფორმუმის ბოლოს ჩვენ გვექნება საკმაოდ წარმატებული გარიგებები უკვე კერძო სექტორის მიმართულებით. კონკრეტულად- დაინტერესება არსებობს საქართველოში ლუდის სახარშის და ლუდის ქარხნის აშენების, ასევე არის კიდევ რამდენიმე დაინტერესებ,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბიზნესფორუმს 31 ჩეხური და 85 ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ჩეხური ბიზნესი წარმოადგენდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სარკინიგზო პროდუქცია-დანადგარები, საბანკო-საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი-ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო ტურიზმი, ჯანდაცვა, ფარმაცევტული საშუალებები, მშენებლობა, ელექტრო ლოკომოტივები და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g