LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემ მიერ ხუმრობით დაწერილი ლექსი ბათუმის საკრებულოს დეპუტატს წაუღია, როგორც ტერენტი გრანელის”

2548
33863377_1902433866436374_8182274987961352192_n

ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, რომელიც გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაება იმის დასამტკიცებლად, რომ ტერენტი გრანელი არამხოლოდ პოეტი, არამედ პროზაიკოსიცაა, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გრანელის სახელით აქვეყნებს ლექსს, რომელიც პოეტს არ ეკუთვნის.

“წუხელ მესიზმრა, თითქოს ვკვდებოდი,
ცრემლიც მეფრქვია ზედ დაიკოსი;
გალაკტიონი არის პოეტი,
მე კი ვარ, ძმაო, პროზაიკოსი. ტ.გრანელი.” – დაწერა  ირაკლი პატარაძემ

მოგვიანებით, პატარაძის პოსტს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა და დაწერა, რომ  ლექსის ამ ვერსიის ავტორი თავადაა. მეტრეველი ამბობს, რომ ამ ფორმით გუშინ საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე იხუმრა.

 

თავდაპირველად დეპუტატმა ლექსი პირდაპირ გადაიტანა თავის გვერდზე, ყოველგვარი მითითების გარეშე, რაც არაერთმა ადამიანმა გააზიარა. რამდენიმე წუთის წინ კი, დეპუტატმა გამოქვეყნებული პოსტი ჩაასწორა და ლექსს დაუმატა წარწერა – “მერაბ მეტრეველის იმპროვიზაციით” .

დეპუტატი on.ge-სთან ამტკიცებს, რომ წინასწარვე იცოდა იმის შესახებ, რომ ლექსი გრანელს არ ეკუთვნის.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი პატარიძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი როინ ზოიძე გუშინ ერთმანეთს იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ ვერ შეთანხმდნენ, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. ამ თემაზე პატარიძეს შეკითხვა ზოიძემ დაუსვა, რასაც კამათი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პატარიძემ ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ  ტერენტი გრანელი პოეტიც იყო და პროზაიკოსიც.

გუშინ  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდნენ.

magti 5g