რამდენიმე დღის წინ მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობს 12 დეკემბერს დაკრძალავენ.
ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, ვერ ახერხებს ბაბუის დაკრძალვაზე ყოფნას.
ნანუკა ბაბუას სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება.
„ჩემ უტკბილეს ბაბუს ხვალ გავაცილებთ… ურთულესია ამის შორიდან ყურება, მადლობა ყველას, ვინც მოხვედით და დააფასეთ ჩემი პატარა ბაბუ“, – წერს ნანუკა და ბაბუის ბოლო დროს გადაღებულ კადრებს აზიარებს.