LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემგან გაიგებთ პირველად დღეს… „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილოებას“ – მამუკა მდინარაძე

158
მამუკა მდინარაძე

ჩემგან გაიგებთ პირველად დღეს…„ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილოებას, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მი­ვე­სალ­მე­ბი ასე­ვე ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის ჯგუფს, შე­მარ­თულ ჯგუფს, რო­მელ­საც „ხალ­ხის ძალა“ ჰქვია და ეს მი­სალ­მე­ბაც, მათ შო­რის, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, იმი­ტომ, რომ ჩემ­გან გა­ი­გებთ ალ­ბათ პირ­ვე­ლად დღეს, გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი, რომ ისი­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო არჩვე­ნებ­ში ჩვენ­თან სა­ერ­თო სიით მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლო­ე­ბას.

ეს იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ან სი­კე­თე, სი­მარ­თლე, პატ­რი­ო­ტიზ­მი, ეროვ­ნუ­ლი ძალა, ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბი, მშვი­დო­ბა, ღირ­სე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა, სი­მარ­თლე, ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი გზა გა­ი­მარ­ჯვებს, ან… და მე­ო­რე ან აქ აღარ არ­სე­ბობს, არ არ­სე­ბობს მე­ო­რე ან, რად­გან ამ ქვე­ყა­ნას ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი გა­ნად­გუ­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ უწე­რია! პი­რი­ქით, ჩვენ კი­დევ უფრო გავძლი­ერ­დე­ბით! ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია არის ეს!

ჩვენ არას­დროს მი­ვა­ტო­ვებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენს სამ­შობ­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ვე­რა­ვინ მო­ა­ტყუ­ებს მათ და ქარ­თვე­ლი ხალ­ხიც ბო­ლომ­დე დაგ­ვიდ­გე­ბა გვერ­დით ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ წელს, იმ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მელ­საც ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, რო­გორც 2012 წლის არ­ჩევ­ნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები