LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი არჩევანი არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, ხალხი რა არჩევანს გააკეთებს – დავით უსუფაშვილი

118

“შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საკუთარი არჩევანი #54 სარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, იმ შედეგებს ნახავს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს.

“მე მინდა მივესალმო ყველა ამომორჩეველს, საქართველოს მოსახლეობას. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, საქართველოს მოსახლეობისთვის მიმეცა არჩევანის საშუალება. დღეს არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. იმედი მაქვს, ვნახავ იმ შედეგებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეიყვანს რაიმე ტიპის ჩიხში,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინაროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g