ნუცა გილიგაშვილი სოციალურ ქსელში ცნობილ ფრანგ მსახიობთან, Samy Naceri-სთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მას შეხვდა.
ნუცა გილიგაშვილის თქმით, შეხვედრა მისთვის განსაკუთრებული და ემოციური იყო, რადგან Samy Naceri მისი ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კინოგმირს წარმოადგენს.
„შევხვდი უსაყვარლეს ნოსტალგიას, ბავშვობის ‘ქრაშს’ — Samy Naceri“, — წერს ნუცა.
ცნობისთვის, Samy Naceri ფართო აუდიტორიისთვის განსაკუთრებით ცნობილია პოპულარული ფრანგული ფილმების სერიით Taxi, სადაც მთავარი როლი შეასრულა და მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა.


