LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, ქმრის გარდაცვალებამდე და შემდეგ“ – ტინა კაროლის ტრაგიკული ისტორია

7568
tina

უკრაინული შოუბიზნესის დივა, ტინა კაროლი არაერთხელ აღიარეს უკრაინის ყველაზე ლამაზ ქალბატონად. ვნახოთ, რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ ამ მიმზიდველ და ძალიან ნიჭიერ გოგონაზე.

ტინა კაროლი მისი ფსევდონიმია, ნამდვილი სახელია ტატიანა ლიბერმანი. როგორც თავად ამბობს, მის ფსევდონიმზე „ახალი ტალღის“ კონკურსის წინ მთელმა გუნდმა იმუშავა. ტინას ორი პროფესია აქვს, ის პროფესიონალი მომღერალია, რადგან უნივერსიტეტში სწორედ ვოკალური და საესტრადო ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. ასევე დაამთავრა ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის კუთხით.

ტინა კაროლის ანგარიშზე უამრავი კონკურსი და საპატიო ჯილდოა. ის რამდენჯერმე გახდა ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებული, წარმატებული იყო მისი გამოსვლები საერთაშორისო არენაზეც. გარდა იმისა, რომ უკრაინის მუსიკალურ ფესტივალებზე ყოველთვის ტრიუმფატორი გახლდათ, 2019 წელს მას გადაეცა პრიზი, როგორც მსახიობს, – ფილმში „ყოფილები“ შესრულებული როლისთვის.

ტინა 2008 წელს თავის პროდიუსერზე, ევგენი ოგირზე დაქორწინდა, წყვილს მალევე ვაჟი შეეძინა და ტინაც სცენას დაუბრუნდა. ქორწინებიდან ზუსტად ხუთი წლისთავზე ტინას მეუღლე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მომღერალი ამბობს, რომ ამ ტრაგედიამ სამუდამოდ დაასვა დაღი მის ცხოვრებას, მისთვის ეს სიყვარული მარადიულია. ტინას თქმით, მისი ცხოვრება შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, ქმრის სიკვდილამდე და მას შემდეგ. სწორედ ამ ტრაგედიის ფონზე მან ისწავლა ხატვა, რაც ფიქრების გადატანის საშუალებას აძლევდა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შეიცვალა ტინა კეროლის იმიჯიც. ყველამ შეამჩნია, რომ ის შეიცვალა ვიზუალურადაც.

ამბობს, რომ  პანიკური შიში სცენაზე გასვლის წინ დღემდე აქვს: „მგონია, რომ მიკროფონი გატყდება, რომ მუსიკოსები სცენაზე დააგვიანებენ, წამყვანი დროზე ადრე გამომაცხადებს. ალბათ, ესაა ნებისმიერი არტისტის ფობია, მაგრამ ვაღიარებ, ყველაფერი, რისიც მეშინია, ოდესღაც ნამდვილად მომხდარა“ – დასძენს ტინა კაროლი.

ვიდეო: უკრაინელი ვარსკვლავი ტინა კაროლი ქუჩის დემონსტრაციას სიმღერით მიუძღვება 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g