LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი დაჟინებული თხოვნაა, ბოიკოტი! – თუ ახლა გავჩუმდებით, ივანიშვილი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში და მოგვევლინოს ბერას და უტას სახით… ამას ვერ შევეგუებით: ნინო ბურჯანაძე

789
ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციონერი ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მიღებული შედეგები გააყალბა. მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციამ და საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო, ივანიშვილი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გამოაცხადოს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ, კიდევ უფრო გაათავხედა „ქართული ოცნება“.

„არჩევნების გაყალბების ეს მასშტაბი ვნახე 2016 წელს, სამწუხაროდ მაშინ არ მოხდა ადეკვატური რეაგირება და შემდეგ ამიტომ გაბედა „ქართულმა ოცნებამ“ 2018, 2020 წელს გაყალბება და ახლა უკვე 2021 წელს საერთოდ თავზე დაგვახია არჩევნები თავზე.

ასეთ ვითარებაში ქვეყანაში არჩევნებს აზრი არ აქვს. ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე ახლა გაჩერება დანაშაულია. ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი და თუ ახლა გავჩუმდებით, ივანიშვილი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში და მოგვევლინოს „ივანიშვილი 2 ბერას სახით, ივანიშვილი 3 უტას სახით და ა.შ. ამას ვერ შევეგუებით.

ის რაც ახლა იყო ამას არჩევნები არ ჰქვია. ჩემი წარმომადგენლები, ბათუმში, ზუგდიდში და ყველგან ცდილობენ, რომ ყველა ხმა იყოს დაცული, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არც სასამართლოა, არც ცესკო არსებობს და არაფერი არსებობს უზენაესი ბიძინას გარდა, ამ მეთოდებს აზრი არ ექნება და ბითუმად განიხილავენ ყველა საჩივარს.

ეს იქნება ჩემი დაჟინებული თხოვნა, დიახ ბოიკოტი. იმიტომ, რომ პარლამენტში შესვლამ კიდევ უფრო გაათავხედა ქართული ოცნება. არანაირი მიშელი 2-ის ტიპი დოკუმენტი არ უნდა იყოს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია,“ – ნინო ბურჯანაძე.

თბილისში თითქმის ყველა უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, კახა კალაძეს ხმების 55.60%, ნიკა მელიას კი 44.3% აქვს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა – 15 თვითმმართველ თემში ხმების 100% დათვლილია

სიძულვილის ენას დავუპირისპირეთ სიყვარული, ლანძღვას კი პატივისცემა, ამ ყველაფერმა კი ამომრჩეველზე არსებითი მნიშვნელობა იქონია: თორნიკე რიჟვაძე

ვულოცავ „ქართული ოცნების” ყველა კანდიდატს, ვინც გამარჯვება მოიპოვა და წარმატებას ვუსურვებ: დავით ზალკალიანი

არჩევნები არის გაუქმებული, ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო: ნიკა მელია

magti 5g