LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მასშტაბით დათვლილია ხმების თითქმის 100% – ნახეთ მერების არჩევნების შედეგები

329
ცესკო 45

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში – წალენჯიხაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

არსებული მონაცემებით, წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ – 51.10% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგა გულორდავამ – 48.90%.

რაც შეეხება სხვა თვითმმართველი თემის უბნებს, წინასწარი მონაცემები ასე ნაწილდება:

თელავში – გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“) 43.1% და ლევან ანდრიაშვილი („ქართული ოცნება“) 56.9%;

თიანეთში – თამაზ მეჭიაური („თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“) 45.17% და ლევან წიკლაური („ქართული ოცნება“) 54.83%;

ქარელში – ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება“) 56.73% და ნიკოლოზ ახალკაცი („ნაციონალური მოძრაობა“) 43.27%;

ხაშურში – თენგიზ ჩიტიაშვილი („ქართული ოცნება“) 59.08% და იოსებ ბუაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 40.92%;

ცაგერში – გიორგი ნემსაძე („ქართული ოცნება“) 62.87% და ბესარიონ ბენდელიანი („გახარია საქართველოსთვის“) 37.13%;

ბაღდათში – კახა ენუქიძე („ქართული ოცნება“) 60.69% და გიორგი რობაქიძე („ნაციონალური მოძრაობა“) 39.31%;

წყალტუბოში – გენადი ბალანჩივაძე („ქართული ოცნება“) 57.17% და ზაზა მეტრეველი („ნაციონალური მოძრაობა“) 42.83%;

ოზურგეთში – ავთანდილ თალაკვაძე („ქართული ოცნება“) 55.4% და კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 44.6%;

სენაკში – ვახტანგ გადელია („ქართული ოცნება“) 53.08% და კობა ნაყოფია („ნაციონალური მოძრაობა“) 46.92%;

მარტვილში – თორნიკე ჯანაშია („ქართული ოცნება“) 51.85% და თეიმურაზ ჯანაშია („ნაციონალური მოძრაობა“) 48.15%;

ხობში – ბესიკ შენგელია („ნაციონალური მოძრაობა“) 43.22% და დავით ბუკია („ქართული ოცნება“) 56.78%;

ზუგდიდში – ანზორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 48.37% და მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“) 51.63%;

წალენჯიხაში – გიორგი ხარჩილავა („ნაციონალური მოძრაობა“) 51.11% და გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“) 48.89%;

ჩხოროწყუში – ბადრი ქარჩავა („ნაციონალური მოძრაობა“) 49.12% და დათო გოგუა („ქართული ოცნება“) 50.88%;

ხელვაჩაურში – მიშა ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 44.99% და ზაზა დიასამიძე („ქართული ოცნება“) 55.01%.

magti 5g