თბილისში თითქმის ყველა უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, კახა კალაძეს ხმების 55.60%, ნიკა მელიას კი 44.3% აქვს.
ცესკოს ცნობით, დედაქალაქში არსებული 769 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 768 უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძემ გაიმარჯვა.