LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი დამოკიდებულება ოქრუაშვილის მიმართ არ არის დადებითი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური რეპრესია – გიგა ბოკერია

193
ბოკერია 2

პოლიტიკური დაკვეთა და რეპრესიები – გიგა ბოკერია “ფორტუნას” “დღის თემაში” ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა.

„დღეს ბრიფინგზე პატარა დემონსტრირება მოვახდინეთ, კოლაჟი ვაჩვენეთ, ივანიშვილის მმართველობის დროს, როგორ ესხმოდნენ თავს ადამიანებს, ამას აკეთებდა ან ივანიშვილის აქტივი, ან ქართული მარში და ა. შ. მაგრამ არავინ დაუსჯიათ. მაქსიმუმ იყო ჯარიმა. სისხლის სამართლებრივი დევნა არ გამოუყენებიათ. თვალნათელია ყველასთვის, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკური რეპრესია. აქ მთავარი ის არაა, ვინ როგორ უყურებს ირაკლი ოქრუაშვილს, ჩემი პოლიტიკური შეფასება ოქრუაშვილზე ყველასთვის ცნობილია, ეს არ არის დადებითი პირდაპირ რომ ვთქვა, ეს არ არის წესი. წესი არის ის, თუ როგორ მოქმედებს ივანიშვილის გუნდი. ეს არის კანონის უზენაესობის სრული უგულებელყოფა და ძალის დემონსტრირება”, – აცხადებს ბოკერია.  

ირაკლი ოქრუაშვილი მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტშის შენობაში ძალადობრივ შეჭრას - შსს

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა სამართალდამცველებმა, აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილს ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს.

“ის ცდილობს ძალის დემონსტრირება მოახდინოს. ეს არის ძალიან სახიფათო ნაბიჯები ქვეყნისთვის, დემოკრატიული ვითარებისთვის, მინიმალური მაინც) და სტაბილურობისთვის. ეს ვერ უშველის ივანიშვილს, ის დამარცხებდა არჩევნებში, უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რამხელა ზიანს მიაყენებს ეს ქვეყანას და რამდენად გაზრდის ამ რისკებს. ჩვენი ამოცანაა ამ რისკების შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g