LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი დიდი სურვილია აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელია საკუთარ სახლში შეხვდეს – სალომე სამადაშვილი

54
სალომე და ნიკა

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. როგორ მან მედიასთან განაცხადა, აპირებს დღეს ან ხვალ ნიკა მელიას ციხეში შეხვდეს.

“ჩემი ძალიან დიდი სურვილია აღდგომის დღესასწაულს, გიორგი რურუასთან ერთად ნიკა მელიაც საკუთარ სახლში შეხვდეს.

 

დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში  ახალი ფურცელი გადაიშლება - სალომე სამადაშვილი

ეს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, და რომლის განსახორციელებლადაც მოვედით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში,  არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.

 

მე მას დღეს ან ხვალ ციხეში შევხვდები. იმედი მაქვს, ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მსურს, რომ მათი დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნებს პირველად დაიკავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები