ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პარლამენტის წინ კარვის გაშლას აანონსებს.
თორნიკე მამალაძეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში მისი ძმის მდგომარეობამ გადააწყვეტინა.
მამალაძე ამბობს, რომ მისი ძმა მმართველი გუნდისა და საპატრიარქოს ბინძური გარიგების მსხვერპლია.
„ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან პოლიტპატიმართა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდის შემდეგ, ვთვლი, რომ აუცილებელია პროტესტმა უფრო სისტემური ხასიათი მიიღოს. ამიტომ ამ დღეებში ვაპირებ პარლამენტის შესასვლელთან კარავი გავშალო, რომელიც ჩემი მხრიდან უშუალოდ პოლიტპატიმართა მიმართ სოლიდარობის გამოხატულება იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიტპატიმართა შორის მე მოვიაზრებ აგრეთვე ჩემს ძმას, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ვინაიდან ის მმართველ გუნდსა და საპატრიარქოს შორის ბინძური გარიგების მსხვერპლია და ეს გარიგება სწორედ ხელისუფლების პარტიული პოლიტიკის სასარგებლოდ დივიდენდების მიღებას ემსახურებოდა. პროტესტის ამ ფორმით, ასევე, მინდა სტიმული მივცე ოპოზიციას, რათა იყოს თანაბრად პრინციპული ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნისას“, – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.