LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო: 25 აპრილს, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება, ამასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს

154
ილია მეორე

25 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

„ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.” – ნათქვამია ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g