საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეკრებილი ადამიანების განცხადებები.
„ცოტა ხნის უკან მომიწია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც, არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.
"თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის" - რას წერს ანა ჯაბაური ძმებ გამსახურდიებზე
"უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი."
ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2 კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნეს საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ.
ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობა და საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით.
ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია“, – წერს გიორგი გამსახურდია.
აღნიშნული ტვიტი გააზიარა, ცოტნეს უცროსმა ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამაც.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს.
მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.