LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ჯაბაური: „ადრე შეიძლება მეფიქრა დაცილებაზე, მაგრამ ახლა სიცოცხლის ბოლომდე ქმრის გვერდით ვიქნები…“

2653
anacotne2021

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური ჟურნალ „სარკესთან“ მეორე ნახევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„მას ნათელი გონება აქვს. აბსოლუტურად ყველაფერს იგებს, რასაც ვეუბნები, თავის აზრებს თავის დაქნევით გამოხატავს დასტურის ან უარყოფის შემთხვევაში. უამრავი შეტყობინება მომდის საქართველოდან, ნაცნობი და უცნობი ადამიანებისგან, რასაც ცოტნეს ვუკითხავ და ბედნიერებისგან სახე უბრწყინდება“.

როგორც ანა ჯაბაური აღნიშნავს, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობას ძვირად ღირებულ კლინიკებში საქართველოს მთავრობა და ფონდი „ქართუ“ უზრუნველჰყოფს.

ანა ჯაბაური ასევე ცოტნესთან ცოლ-ქმრობის თემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოფიციალურად შეუღლებულები არ არიან:

„ზუსტად იმ დილით, სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ცოტნემ მითხრა, ოფიციალურად დავარეგისტრიროთ ჩვენი ქორწინება, არავინ იცის, რა ხდება, მინდა, ჩემი მეუღლის სტატუსი კანონიერად გქონდესო. არ ვიცი, რა წინათგრძნობა ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით“.

ანა ჯაბაურის თქმით, ადრე დაცილებაზე ფიქრობდა: „ადრე შეიძლება მეფიქრა დაცილებაზე, მაგრამ ახლა სიცოცხლის ბოლომდე ქმრის გვერდით ვიქნები…“

ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ, დღევანდელ „სარკეში“ წაიკითხოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g