LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ეშინიათ, ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი…” – მეუფე იაკობი

224
AFDSAGADSFGADFGAD-5c2797a4f0c0e

“ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ”,- ასე უპასუხა ბოდბელმა ეპისკობოსმა, მეუფე იაკობმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას: მისცემენ თუ არა წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფეს შენიშვნას.

“მე ვინ უნდა გადამიყვანოს პასიურ მდგომარეობაში, კარგით რა, ზღაპრებს ნუ მიყვებით. სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელმა? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ისე კი არა, პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ”- აცხადებს მაუფე იაკობი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სინოდის სხდომაზე მამა ანდრია სარიას დასჯის საკითხიც განიხილონ, მეუფე აცხადებს, რომ სინოდის მორიგ სხდომაზე ყველაფერი გაირკვევა.

“სინოდზე ყველა საკითხი გამოდის და აისახება. ის ათინოგენი პეტრეს გავლენაშია, ყაზბეგიდან ერთად მოდიან და რასაც ეტყვის, იმას აკეთებს. სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ, ვინ ვისი იარაღია. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე.

ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტემია დავადოთ-ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე, ღმერთს რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ”- აცხადებს ეპისკოპოსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g