LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ღირსებაც შელახეს და სამსახურიც, არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს” – დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

214
BeFunky-collage (5)

ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და გავრცელებულ ვერსიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მასსა და შეიარაღებულ პირს შორის შესაძლო კავშირებზე ვრცელდება.

ხვიბლიანი თავდამსხმელთან სავარაუდო თანამზრახველობას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

“ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახური შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ეს მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი.

დანარჩენი, რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, მიმდინარეობს გამოძიება და თუ იქნება საჭირო, გამოძიება იტყვის ყველაფერს”- აცხადებს ხვიბლიანი.

უკვე მეორე დღეა პოლიცია ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ეძებს, მძევლებთან ერთად ბანკის შენობის დატოვების შემდეგ მისი კვალი სავარაუდოდ,  ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მიმდებარე ტყეში იკარგება. ადგილობრივ პოლიციის სამართველოში საქართველოს ბანკის თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს ჰყოლოდა თანამზრახველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g