LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა, სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება: კალაძე

139
BeFunky-collage (5)

დედაქალაქის მერი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

„გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი, პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას.

ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული – მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში. მოდით, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნეოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი- საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს!“- წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე. 

ზუგდიდში, 21 ოქტომბერს, გამსახურდიას გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალთან ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია 6 საათზე მეტხანს მიმდინარეოდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

მძარცველს რეზინის ტყვიები ჰქონდა: მან ოპერატორს 2-ჯერ დამიზნებით ესროლა, ერთი ტყვია წელის არეში მოხვდა

თავიდან ძალიან აგრესიული იყო, მძევლებმა მოახერხეს და კომუნიკაბელური გახდა: რა ვიცით თავდამსხმელზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები