LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ გადასცემს ავთანდილ გალდავა თავდამსხმელს თანხას

572
BeFunky-collage (3)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადასცემს სამხარეო პოლიციის უფროსი შეიარაღებულ პირს თანხას.

ავთანდილ გალდავა მძევლებს სწორედ ამის შემდეგ ჩაენაცვლა. კადრებში თავდამსხმელთან დიალოგიც ისმის.

“ასეთი ყუმბარა ქართულ შეიარაღებაში არ არის” – რა დაინახა საინტერესო ყაჩაღობის კადრებში ანალიტიკოსმა ლაშა პატარაიამ

 

 

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ყოფილი მძევლები, ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები, გამოძიებას ინფორმაციას აწვდიან.

ერთ-ერთი ყოფილი მძევალი დათო ხვიბლიანი მასსა და შეიარაღებულ პირს შორის შესაძლო კავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

“ჩემი ღირსებაც შელახეს და სამსახურიც, არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს” – დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს

პოლიცია ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს, მძევლებთან ერთად ბანკის შენობის დატოვების შემდეგ მისი კვალი სავარაუდოდ,  ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მიმდებარე ტყეში იკარგება.

“ძველი ფორმაა, გახუნებული, დიდი ალბათობით, მისია და არა ნაყიდი” – რაზე მეტყველებს ფორმა, რომელიც თავდამსხმელს ეცვა: ექსპერტ ამირან სალუქვაძის დაკვირვება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები