LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი ყუმბარა ქართულ შეიარაღებაში არ არის” – რა დაინახა საინტერესო ყაჩაღობის კადრებში ანალიტიკოსმა ლაშა პატარაიამ

287
BeFunky-collage

უსაფრთხოების ანალიტიკოსი და კომპანია case-ის დირექტორი, ლაშა პატარაია რადიო “ფორტუნასთან” იმ საინტერესო დეტალებზე საუბრობს, რომელიც 15 საათიანი სპეცოპერაციის დროს აღმოაჩინა. როგორც გადაცემა “რეალურ დროში” ექსპერტმა აღნიშნა,  ყუმბარა, რომელიც თავდამსხმელს მთელი პერიოდის განმავლობაში ეჭირა, ქართულ შეიარაღებას არ აქვს.

“ეს შეიძლება იყო მულაჟი და ამას უნდა უპასუხოს გამოძიებამ” –  აცხადებს პატარაია.

ასევე, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, თავდამსხმელის ქცევის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მოქმედი ან ყოფილი სამხედრო პირია.

“გადაადგილება, ფორმა,  მოქმედების  სპეციფიკა, რაც ადგილზე ვიხილეთ მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს პოტენციურად ყოფილ  სამართალდამცავთან ან ძალოვანი უწყების თანამშრომელთან და აუცილებელი არ არის ის იყოს ყოფილი, თუმცა ამ მსჯელობაში არ ვიყენებთ მხოლოდ იმას, რასაც ვხედავთ. სტატისტიკით, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, 80%-ში მსგავსი შემთხვევების, სწორედ  ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ფიგურირებენ, მათ ამაში ხელს უწყობს მათი მომზადება.” –  აღნიშნავს კომპანია  case-ის დირექტორი.

ლაშა პატარაია ასევე ყურადღებას ამახვილებს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის ჩაცმულობაზე და მიიჩნევს, რომ ის იყო თეატრალიზებული.

“ის ელემენტები რაზეც ახლა მსჯელობენ, საუბარია ჩაცმულობაზე, ქართულ დროშაზე, განტვირთვის ჟილეტზე, რომელიც სრულიად არასაჭირო იყო იქ, ძალიან ჰგავდა მხატვრული გაზვიადებით გამდიდრებულ შოუს ელემენტებს.” – აცხადებს ანალიტიკოსი.

magti 5g