LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პროცესი დაიწყება იანვარ-თებერვალში“ – როდის ელოდება ირაკლი კობახიძე პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლას?

141
ირაკლი-კობახიძე

ოპოზიციური პარტიების თითქმის ორთვიანი ბოიკოტის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ მოლოდინი აქვთ, რომ ერთპარტიულ რეჟიმში დიდი ხანი მუშაობა არ მოუწევთ.

მმართველი გუნდის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „რეალური დრო” განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და ეს უახლოესი ორი თვის განმავლობაში მოხდება.

„ოპოზიციაში არიან პრაგმატული ადამიანები. ადამიანები, რომლებიც არ ემხრობიან რევოლუციურ და დესტრუქციულ სცენარს. აქ გაივლება აუცილებლად ზღვარი და საბოლოო ჯამში იდეალური სურათი გვექნება იმ შემთხვევაში თუ „ნაცმოძრაობის“ რადიკალური ფრთა და „ევროპული საქართველო“ არ იქნებიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ანუ იქნებიან მხოლოდ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ემიჯნებიან მათ რევოლუციურ განზრახვებს. ეს ზღვარი აუცილებლად უნდა გაივლოს და გაივლება იანვარ-თებერვალში. ჩვენ ვიხილავთ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას საქართველოს პარლამენტში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „რეალური დრო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები