LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება დაიწყო, იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებას და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს აპირებს: სააკაშვილი

174
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საუბრობს სცენარზე, რომელიც მისი ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში განვითარდება.

სააკაშვილის თქმით, თუ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება დაიწყო, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასაც აპირებს.

სააკაშვილის განცხადებითვე, აღნიშნულ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლის დროს,მას ძალიან ინფორმირებული წყარო ესაუბრა:

“ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა.

ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე.

არა მგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა.

დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა, პრაქტიკულად, მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ.

სხვათა შორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g