LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ხმა ვარძიას“ – საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ ახალ კამპანიას იწყებს

99
ჩემი ხმა ვარძიას

„ჩემი ხმა ვარძიას“  – საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ვარძიისთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას ისახავს.

„საყდრისის კომიტეტის“ ინფორმაციით, კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიის საკონსერვაციო პროექტმა, 25 მაისს, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრას“ აღიარება მიიღო და გამარჯვებული გახდა, ახლა კი ჯერი, კიდევ ერთ პრიზზე – ევროპის „საზოგადოების რჩეულზეა,“ რომელსაც „ევროპა ნოსტრა“ ხმის მიცემით გამოავლენს.

„2021 წლის 23 სექტემბერს, პარიზის კონგრესის სასახლეში ევროპის რჩეული ძეგლი გამოვლინდება, თუმცა მანამდე ვარძია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ბრძოლას იწყებს.

მოგიწოდებთ, 5 სექტემბრის ჩათვლით ვუგულშემატკივროთ და ჩვენი ხმა ვარძიას მივცეთ. ხმის მიცემა ➡ https://vote.europanostra.org/

ხმის მიცემის ბოლო ვადა 2021 წლის 5 სექტემბერია; ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.  „საყდრისის კომიტეტი“ კამპანიის ფარგლებში სექტემბრამდე სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს,“ – აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომიტეტის ცნობით, 2019 წლის ივნისში „საყდრისის კომიტეტმა“ კამპანია – „ჩემი ხმა მუცოს“ დაიწყო  რომელიც მიზნად მუცოსთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას ისახავდა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის 29 ოქტომბერს, პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, ციხე-სოფელი მუცო ევროპის „საზოგადოების რჩეული“ ძეგლი გახდა. კამპანია „ჩემი ხმა მუცოს“ ფარგლებში ივნისიდან სექტემბრამდე „საყდრისის კომიტეტმა” ხმა 84,393 ადამიანს მიაწვდინა.

„პოსტერი შექმნილია სპეციალურად კამპანიისთვის – “ჩემი ხმა ვარძიას” (ავტ – თეონა ბექაური)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები