LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარძია მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელეს

76
GettyImages-1310709246-1013x675

Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც Covid-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის, მალტას, ეკვადორის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.

„ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით“ – აღნიშნულია სტატიაში.

Forbes-ის ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებსაც აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი PCR ტესტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები