LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი კოლეგა ზის ეთერში და მეძავებს გვადარებს“ – ნინო კასრაძე

2145
ნინო კასრაძე

შალვა რამიშვილის გადაცემას, რომელსაც სტუმრად დათო ხურცილავა (ჯაპანა) ჰყავდა, მსახიობი ნინი კასრაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ „მისი კოლეგა ზის ეთერში და მათ მეძავებს ადარებს“. ნინო კასრაძის განცხადებით, „ქვეყანა ტერორმა მოიცვა“.

„ეს არის ტერორის ის ფაზა, როცა არსად არ ხარ დაცული. ამიტომ ჩემი სოლიდარობა ყველას, ვინც დაიჭირეს და აწამეს. ნიკა გვარამიას გული წაუვიდა, ალეკო ელისაშვილი სცემეს. ეს არის დაშინების დიდი მცდელობა. გუშინდელ დღემდე მაგრად ვიყავი, მაგრამ ახლა შინაგანად ყველაფერი მიკანკალებს.

ჯერ კამპანია „გავიფიცეს“ შედეგი მინდა გითხრათ, რა შეურაცხყოფა მოდის ჩვენზე. „აბა დაიფიცეო“, ესენი ვინ არიანო“, გვიწერენ კომენტარებში. შენ ვინ ხარ, რას წარმოადგენ?! სირცხვილი თქვენ, რომ არ იცით ეს ახალგაზრდები ვინ არიან. ამით თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ საერთოდ სხვა პლანეტაზე ხართ. ეს ახალგაზრდები წლებია, საკუთარ პოზიციას გამოხატავენ. ჩემი კოლეგა ზის ეთერში და მეძავებს გვადარებს და ეთანხმება პროპაგანდად. ჩვენ ვართ მსახიობები.

ანდრო ჭიჭინაძეზე უნდა ვთქვა, ანდრო არის ადამიანი, რომელსაც მსახიობობის გარდა ძალიან ბევრი ინტერესი აქვს, კეთილშობილი და შემოქმედი, გამორჩეული ადამიანია. ჭკვიან ადამიანზეა საუბარი. ახალი პროექტი ჰქონდა მოფიქრებული, მსოფლიოს მთები უნდა დაელაშქრა, საერთაშორისო პროექტი იყო. ბიჭი, რომელიც ამდენი პრემიის ლაურეატია, ასეთი გამორჩეული გარეგნობის ადამიანია და როგორ მოექცნენ. ერთადერთ, რაც გადაგვარჩენს – ეს არის ბრძოლა“ – ამბობს კასრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g