LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი მაგალითი ქართველ ქალებსაც მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არ არის შვილის ყოლა გვიანი”

90

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა “რა დროს ძილია”-ს საკუთარ შვილთან, ცხრა  თვის მერიკოსთან ერთად ესტუმრა.  ბუნებრივია, მინისტრთან საუბრის ერთ-ერთი თემა, პატარა მერიკოს ამ ქვეყნად მოვლინება იყო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის გოგო შვილის ყოლა  განსაკუთრებით სასიხარულოა.

ჩემი შვილი 9 თვის ხდება. არის გოგო, რაც ძალიან მიხარია. ვფიქრობ, უფრო მეტი ქალი სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს და უფრო მეტი ქართველი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია ბევრი ჯანმრთელი, განათლებული და ძლიერი ქალი

 

ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი მაგალითი  ქართველ ქალებსაც მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არ არის შვილის ყოლა გვიანი, არასდროს არ არის ოჯახის შექმნა გვიანი” – აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები