ერთი კვირის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაისურებით 90 მილიონი ევრო იშოვა.
ერთი კვირაც და პოგბას საყიდელი ფული გამოჩნდება.
სხვათა შორის, იბრა თითქოსდა გრძნობდა ამას.
„გავიგე, რომ პოგბა ძვირი ღირს, მაგრამ ჩემი მაისურების გაყიდვა „მანჩესტერს“ ამ ხარჯს დაუფარავს“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატანის ტრანსფერმა ფურორი მოახდინა. თუ მარტო შვედის მაისურებმა 90 მილიონი მოიტანა, ჩემპიონი „ლესტერის“ ყველა ფეხბურთელის გაყიდული მაისურების ჯამური მონაგარი 64 მლნ ევროა.
ზლატანის დებიუტი ახალ გუნდში უკვე შედგა, თანაც წარმატებით. „იუნაიტედმა“ 5:2 მოუგო „გალათასარაის“. შვედმა გიგანტმა უკვე მე-3 წუთზე გაიტანა და ბურთი ე.წ. ბისიკლეტათი შეაგდო.