LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მამა იყო განსაკუთრებული“ –  72 წლის პრინცი ჩარლზი 99 წლის მამას ემშვიდობება

147
173488776-4079472958781543-8680639731001959407-n

72 წლის პრინცმა ჩარლზმა მამის, პრინცი ფილიპის გარდაცვალებას ძალიან ემოციური სიტყვა მიუძღვნა. ვიდეომიმართვა გლოსტერის რეზიდენციაში ჩაიწერა:

„ჩემი მამა იყო განსაკუთრებული ადამიანი. ამის დასტურია ის თბილი სიტყვები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მისი მისამართით ისმის. ამიტომ ჩემი ოჯახი უსაზღვროდ ბედნიერია, რომ ამ უმძიმეს მომენტში ჩვენს გვერდით ხართ “  – განაცხადა ჩარლზმა, რომელიც საუბრის დროს ემოციებს ვერ იკავებდა.

არ არის გამორიცხული, რომ დედოფალმა სწორედ პრინც ჩარლზს მიანიჭოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც პრინც ფილიპს სიცოცხლეში ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები