LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა” – რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი

410
Capture

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ინფორმაცია მისი საავადმყოფოდან გაწერის შესახებ, სიცრუეა. როგორც ნიკოლოზი წერს, თავს ნორმალურად გრძნობს და გულშემატკივრების მადლიერია.

მარნეულში დაინფიცირებული ქალის 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი

"ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო” - აკაკი ზოიძე.

“მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამომწერეს კლინიკიდან. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ასეთ დროს. ჯერჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში. თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას!” – წერს ნიკა გამყრელიძე.

კორონავირუსის წამალი საფრანგეთში წარმატებით გამოსცადეს: ექსპერიმენტში 36 ადამიანი მონაწილეობდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g