დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია „ინსტაგრამზე“ ოჯახურ კადრებს ავრცელებს.
„ჩემი მთავარი მოტივაცია…“ – ასე ასათაურებს UFC-ის ქართველი ჩემპიონი კადრებს, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს.
ემოციურ ფოტოებზე აღბეჭდილია ჩემპიონის ორი უსაყვარლესი შვილი, და და ძმა, დედა და მამა.
„ბედნიერი ოჯახი… მიყვარხართ საუკეთესო ოჯახი ხართ… სამაგალითო ოჯახი…“ – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი ამერიკაში იმყოფება.
ვიდეო: „ილია – ვისზეც ამბობენ, რომ მასზე გამძლე არავინ არსებობს“ – UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ერთი კვირის წინ ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.





